20:35 | 2021-12-01 ავტორი: Prime Time

საქართველოში სრულად აიცრა 1 მილიონზე მეტი ადამიანი

საქართველოში სრულად აიცრა 1 მილიონზე მეტი ადამიანი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე სრულად აცრილია.

 

NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.1 პროცენტია.

 

პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 183 335 აცრა; უშუალოდ 30 ნოემბერს აიცრა 11 999 ადამიანი.

 

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 41.0 პროცენტია.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X