14:53 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია ხვალ მზად იქნება

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია ხვალ მზად იქნება

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალისთვის იქნება. ამის შესახებ სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“, – აღნიშნა გია ლომინაძემ.

 

მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

ავტორი: Prime Time

X