12:04 | 2020-09-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საქართველოში ცხოვრება 7 საათის მაგივრად, 11-ზე იწყება, სუფრები კი დილამდე გრძელდება – ირანელი კაცი

საქართველოში ცხოვრება 7 საათის მაგივრად, 11-ზე იწყება, სუფრები კი დილამდე გრძელდება – ირანელი კაცი

ირანიდან 32 წლის რეზა საქართველოში გასართობად მუსიკალურ ფესტივალზე რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. საქართველო იმდენად მოეწონა, რომ მშობლიურ ირანში თავისი კუთვნილი ყავის სახლი გაყიდა და თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა.

 

მოსწონს საქართველო, ქართული კულინარია, ქალების სიძლიერე და აკვირვებს ცხოვრების ტემპი. ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრება დილის ნაცვლად შუადღეს იწყება.

2020-09-28"ცეკვას არ ვაპირებდი, მაგრამ თეა მოვიდა და გამომიცეკვა... მეც ავყევი" - მაია ბარათაშვილის და თეა დარჩიას ცეკვა (ვიდეო)

 

აპირებს ქართულ ტრადიციულ სუფრებზე, რომლებიც დილამდე გრძელდება ენერგეტიკული სასმელი დალიოს, რათა ბოლომდე გაუძლოს ქართულ ქეიფს.

 

რეზა საქართველოს შესახებ კავკასიურ გამოცემას jam-news-ს ესაუბრა: 

 

„ოთხი წლის წინ, ფესტივალზე Tbilisi Open Air-ზე ჩამოვედი და საოცარი ქვეყანა აღმოვაჩინე, გადავწყვიტე ირანიდან, ჩემი სამშობლოდან საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვსულიყავი.

 

გავარკვიე, რომ ბინადრობის უფლებას მივიღებდი, თუ 35 ათასი დოლარის ქონებას შევიძენდი. თეირანში ყავის სახლი მქონდა, ჩემი პატარა ბიზნესი. ის გავყიდე და თბილისში, დიდ დიღომში ვიყიდე ბინა.

 

გაგონილი მქონდა, რომ საქართველო ძალიან კომფორტული ქვეყანაა ბიზნესის წამოსაწყებად. გადასახადები მაღალი არ არის, კომპანიის დარეგისტრირება მარტივია და სულ 100 ლარი ღირს.

 

თუმცა, ყველაფერი მთლად ასე არ ყოფილა. რამდენიმე ბიზნესიდეა მქონდა, მაგრამ როგორც კი სერიოზულ კვლევას ვიწყებდი, ყველგან დაბრკოლებას ვაწყდებოდი.

 

ბოლოს, ჩემს მეგობარს დავუკავშირდი. იაპონიაში ნისანის კომპანიაში მუშაობს. ის მანქანებს მიგზავნის და მე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვყიდი.

 

გამძუყნეს, ფატები და ყანწები დამიშინეს... კარგად ვარ გადარჩენილი - ნათია ფანჯიკიძე ახალ რეფორმებზე
2020-09-29გამძუყნეს, ფატები და ყანწები დამიშინეს... კარგად ვარ გადარჩენილი - ნათია ფანჯიკიძე ახალ რეფორმებზე

 

ძალიან მიყვარს აქაურობა. მიყვარს ქართული, უნიკალური კულტურა, ქართველი ხალხი და უგემრიელესი ქართული სამზარეულო.

 

ყველაზე მეტად რამ გამაკვირვა? ცხოვრება დილის 7 საათის მაგივრად, 11 საათზე რომ იწყება, სუფრები კი დილამდე გრძელდება, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. ახლა „რედ ბული“ მიმაქვს ხოლმე სუფრაზე, რომ მეც დილამდე შევძლო მეგობრებთან ერთად ჯდომა. აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის რთული და პირიქით, ძალიან სასიამოვნოა.

 

ჩამოსვლის დღიდან ვცდილობ ამ ქვეყნის კულტურის ნაწილი გავხდე. ქართულად წერა-კითხვა ვისწავლე, ცოტას ვლაპარაკობ კიდეც. არასდროს, არცერთ ადამიანთან უსიამოვნო შელაპარაკება არ მქონია. ორი ბედნიერი წელი გავატარე თბილისში.

 

ახლა კი, ექვსი თვის წინ პრობლემები შემექმნა. ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე უარი მივიღე. მიზეზად მითხრეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ. რატომ? – პასუხი ვერავინ გამცა.

 

არაფერი დამიშავებია, კანონი არ დამირღვევია. გადავწყვიტე ადვოკატი ამეყვანა და გამესაჩივრებინა. ბევრი ვიბრძოლე და სასამართლო მოვიგე.

 

კიდევ ერთი წელი შემიძლია საქართველოში ვიცხოვრო. შემდეგ რა იქნება, არავინ იცის. ვგრძნობ, რომ მომავალ წელსაც ადვოკატის აყვანა და სასამართლოზე ბრძოლა მომიწევს. თუ ვერ მოვიგებ, მომიწევს დავტოვო ქვეყანა. ჩემს ყველა მეგობარს იგივე პრობლემა შეექმნა.

ტიგრან გულოიანი, ნუნუ ექიმი, ლიმონა და ძია ისიდორე - ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში
2020-09-28ტიგრან გულოიანი, ნუნუ ექიმი, ლიმონა და ძია ისიდორე - ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში

 

წარმოიდგინეთ, ყველა ანგარიში დაყადაღებული მქონდა. ჩემს შეყვარებულს ვეხვეწებოდი, აპლიკაცია ჩაერთო, რომ „სკუტერითმესეირნა.

 

ონლაინ ვერაფერს ვყიდულობთ, ანგარიშები მხოლოდ ლარში გვაქვს და საზღვარგარეთ გადარიცხვაც არ შეგვიძლია. ძალიან რთულია.

 

გული მწყდება, რომ ასეთ პრობლემებს გვიქმნიან ადამიანებს, რომლებიც შეყვარებულები ვართ ქართველ ხალხზე.

 

მთავარი, რაც აქ მაჩერებს ჩემი შეყვარებულია. ქართველია, აქ ცხოვრობს და ძალიან მიყვარს.

 

იცით, რა არის ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი? როგორი ძლიერები არიან ქართველი ქალები. ოჯახს სათავეში ქალები უდგანან, საქმეშიც ქალები აქტიურობენ. ძალიან მომწონს ეს.” – ამბობს ირანელი კაცი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X