16:28 | 2021-03-24 ავტორი: Prime Time

საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა საყოველთაო გახდეს

საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა საყოველთაო გახდეს

არ იქნება კარგი თუ ყველა აირჩევს „ფაიზერს“, მაგრამ რა ვქნათ, მეორე მხრივ, ეს არის ადამიანის ნების გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„ფაიზერი“ გაიხარჯება ძალიან ჩქარა, მერე მაინც „ასტრაზენეკა“ დარჩება და დანარჩენები უბრალოდ იძულებული იქნებიან, „ასტრაზენეკათი“ აიცრან, ან ჩინურით აიცრან ან დაელოდონ, ივნისში „ნოვოვაქსი“ შემოვა და იმით აიცრან,“- განაცხადა ცერცვაძემ.

 

ამასთანავე, მან არ გამორიცხა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივმა ზღვარმა დაიწიოს.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, ვაქცინაციაზე დაბალი მოთხოვნის ფონზე, ხომ არ იგეგმება, რომ კიდევ უფრო დაიწიოს ასაკობრივი კატეგორია და ყველას მიეცეს აცრის საშუალება, თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, რომ თუ ასეთი პასიურობა შენარჩუნდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაოც გახდეს.

 

„ორი საბჭოა -ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე, იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ავტორი: Prime Time

X