09:06 | 2021-10-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

„საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა“ – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

 

ბიძინა კულუმბეგოვი არჩევნების შემდგომ საყოველთაო ვაქცინაციას არ გამორიცხავს
2021-10-19ბიძინა კულუმბეგოვი არჩევნების შემდგომ საყოველთაო ვაქცინაციას არ გამორიცხავს

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო პერსპექტივა. ისინი, ვისაც სურთ და მზად არიან, უფრო სწრაფად წავიდნენ წინ, არ უნდა შევაჩეროთ,”- აღნიშნა ლანდსბერგისმა.

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა და ერთ-ერთი განსახილველი თემა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X