
ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს თავდებში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე ჩაუდგნენ, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„თუ გამოძიებით მტკიცდება, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, მაშინ თავდებობა რათ უნდა, ისედაც უნდა გამოუშვან. თუ სამწუხაროდ საქმე სხვაგვარად არის, მაშინ თავდებობამ როგორ უნდა გამოიყვანოს, არ მესმის…
საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან. გამოძიების გარეშე ავანსების გაცემა ნებისმიერი მხრიდან, აბსოლუტურად გაუგებარია. ადამიანურად ძალიან მეცოდება და ვუთანაგრძნობ ძმის დაღუპვის გამო…“, – წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, პოლიციამ, ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.
ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს. ზვიადაურის ადვოკატები, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა, თავად ზვიადაურიც და ის ბრალს არ აღიარებს.
ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისათვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























