17:01 | 2021-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება! – ელჩის გაფრთხილება ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს

სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება! – ელჩის გაფრთხილება ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოში ისრაელის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ლაშა ჟვანია იმ ქალაქებს ასახელებს, სადაც უახლოეს მომავალში სარაკეტო იერიშია მოსალოდნელი.

 

ელჩი ქართველებს აფრთხილებს, ნუ აყვებიან სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებებს, თითქოს სიმშვიდეა და ყვეალფერი კარგადაა.

 

ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალიწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.

 

დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან.

 

„ისრაელი წმინდა მიწაა, ბოლომდე დავიცავთ!“ - ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომლის 19 წლის შვილიც ისრაელის ჯარში წავიდა
2021-05-12„ისრაელი წმინდა მიწაა, ბოლომდე დავიცავთ!“ - ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომლის 19 წლის შვილიც ისრაელის ჯარში წავიდა

 

დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე). 17:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე.

 

თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს. არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება გაგრძელდეს.

 

ჩვენს ახლობლებ საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ “როგორ არიან” კითხეთ:”სად არიან” და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დავრუნებისკენ.

 

არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ღმერთი შეგვეწევა თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ“,- წერს ლაშა ჟვანია.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X