
სარფში, უბედური შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, 15 წლის ბიჭი ზღვაში სიმაღლიდან გადახტა, რა დროსაც მან თავი ქვას დაარტყა. მაშველებმა ბავშვის გამოყვანა მალევე მოახერხეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.























