
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
.
შსს-მ ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.
გავრცელებული ცნობით, სპორტსმენმა ყოფილ მეუღლეზე შვილის თანდასწრებით იძალადა.
ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
საქმეზე პროკურატურის პოზიციაც ცნობილია.
„საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, – წერია პროკურატურის ინფორმაციაში.























