11:48 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო – სალომე სამადაშვილი

სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო – სალომე სამადაშვილი

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

 

„შეთანხმება 8 მარტის არ იქნება შესრულებული მანამ სანამ გიორგი რურუა არ დატოვებს საპყრობილეს.

 

ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ხელისუფლება აპირებს ჩაშალოს და რურუა დატოვონ საპყრობილეში.

 

რურუას ციხეში დატოვებას არ აქვს სამართლებრივი ლოგიკა, ამიტომ მიგვაჩნია რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით.

 

საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა სანამ რურუა ციხეშია, ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ხელისუფლებაზე უმწვავესი ზეწოლა, ისევე როგორც როგორს აშშ-დან და ევროპიდან.

 

დასავლელი პარტნიორები მოელიან გიორგი რურუას გათავისუფლებას. ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილების მიდის დასასრულისკენ.

 

მინდა იმედი გამოვთქვა რომ ხელისუფლება ამ ფანჯარას გამოიყენებს და ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც შესაძლოა ჩვენი ქვეყანა შევიდეს“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ავტორი: Prime Time

X