12:07 | 2021-11-29 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი.

 

სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო. კადრებში ჩანს, მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ, გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში განთავსებული მიხეილ სააკაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასთან დაკავშირებითაც მათ მოსამართლეთა კოლეგიამ შენიშვნა მისცა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X