
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი სასაცილოა.
„სასაცილოა ეს საქმე, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანიანობას. რაზეა საუბარი, კაჩინსკის ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველის ყვავილებზე. ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული. რა უნდა ილაპარაკო ამაზე. დღეს დავესწრები პროცესს“, – განაცხადა ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.






















