19:51 | 2020-08-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… – ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… – ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კი 3 ადამიანი სიკვდილს ებრძვის.

 

ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს. როგორც გაირკვა, შემზარავი ტრაგედიისას ერთ-ერთი დაღუპული გოგო მისი მეზობელია.

 

ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
2020-08-24ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

 

„საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… გუშინ, შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი…

 

მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია… მძიმედაა… ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ…

 

მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს… ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო

 

რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს… რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში. მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა

 

თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის

 

გული მაქვს გაგლეჯილი… ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე… ყველას!” – წერს მარი ჯაფარიძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X