00:16 | 2020-05-05 ავტორი: თამთა თორდია

საშიში არაფერი არ არის! – კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი 

საშიში არაფერი არ არის! – კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი 

კლინიკა მედალფადან დღეს კორონავირუსის ინფექციით გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს.

 

როგორც გამოჯანმრთელებული ქალი, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ამბობს, ის თავის ოჯახში მეხუთე პაციენტია.

 

„ქობულეთიდან ვარ, სოფელ ლეღვადან. ჩვენი ოჯახიდან მე მეხუთე პაციენტი ვიყავი.

 

არ ვიცი საიდან დავინფიცირდი, მაზლის ოჯახს შეხვდა ეს ვირუსი და ალბათ იქიდან გადმოგვედო.

 

მადლობა უფალს, კარგი მკურნალობით შედეგი დაიდო. ასე, რომ საშიში არაფერი არ არის. უნდა დავიცვათ რასაც გვეუბნებიან და დავრჩეთ სახლში.

 

ამ დაავადებაზე ჩინეთიდან, რომ დაიწყო იქიდან ვნერვიულობდი. ნამდვილად არაა საშიში და ისეთი რთული, რომ ადამიანმა ვერ გადალახოს“, – ამბობს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი.

 

თავისუფალი სივრცე – ექსკლუზიური ინტერვიუ

ექსკლუზიური ინტერვიუ გამოჯანმრთელებულ პაციენტთან#თავისუფალი_სივრცე

Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 4. Mai 2020

ავტორი: თამთა თორდია

X