
ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით და ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული, წყლით კორონავირუსის გადაცემის ალბათობა მცირეა, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, ნებისმიერი აუზი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მთავარ მადეზინფექცირებელ საშუალებად ქლორს იყენებს.
მის მიმართ სრულიად არამდგრადია კორონავირუსი.
რისკი შეიძლება იყოს მხოლოდ გასახდელებში და იქ უნდა შევინარუნოთ მაქსიმალური დისტანცირება, თავი შევიკავოთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან და ახლო მანძილზე საუბრისგან.
წყალი არანაირ რისკს არ ქმნის, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.






















