18:09 | 2021-01-06 ავტორი: Prime Time

საშობაო ნობათი უპოვარებს – საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს

საშობაო ნობათი უპოვარებს – საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს

წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძართან არსებულმა სასადილომ ,,თხილის გული” უპოვარებს საშობაო ნობათი გაუმზადა.

 

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს,

 

შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შობის დღესასწაულს ზეიმობს.

 

ცნობილია, რომ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში 23:00-ზე დაიწყება და მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

 

საშობაო ღვთისმსახურება პანდემიის პირობებში არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

 

ამასთან, ტრადიციული საზეიმო მსვლელობა “ალილო” სახეცვლილი ფორმით გაიმართება. მასში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიიღებენ.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X