
გერმანიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1,655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა worldometers-ის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს, რითაც პირველ ხუთეულში მოხვდა, თუმცა CoViD19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, მას უსწრებს ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ირანი და ბელგია. ამ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლებია.
11 აპრილის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123,826 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 53,913 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2,736 ადამიანი გარდაიცვალა.






















