11:25 | 2021-11-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

მთავრობა რამდენიმე კვირაში ახალ სოციალურ ხედვას წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

„მე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული, ახალი სისტემით.

 

ასევე ნახეთ: გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა უნდა შევთავაზოთ ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები.

 

ასეთი სამუშაოები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისა და მუნიციპალიტეტისთვის“ – განაცხადა პრემიერმა.

 

ეს დაგაინტერესებთ: ვის გაეზრდება ახალი წლიდან პენსია, ხელფასი და სოციალური დახმარება

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X