00:16 | 2020-05-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„სასიცოცხლო მაჩვენებლებს სჭირდება დახმარება“ – ცნობილი ფსიქიატრის მდგომარეობა მძიმეა

„სასიცოცხლო მაჩვენებლებს სჭირდება დახმარება“ – ცნობილი ფსიქიატრის მდგომარეობა მძიმეა

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოიხსნა, პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

ველოსიპედით მოძრავ ადამიანს მანქანა დაეჯახა.

 

შედეგად, ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომსახურების ასო­ცი­ა­ცია “ნე­ბასდამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, და­ვით ან­დღუ­ლა­ძე მძიმედ დაშავდა.

 

„ახლა მომისმინეთ“ - ვის მიმართავს და რას ყვება „მთავარიდან“ წამოსვლაზე ნოდარ მელაძე
2020-05-30„ახლა მომისმინეთ“ - ვის მიმართავს და რას ყვება „მთავარიდან“ წამოსვლაზე ნოდარ მელაძე

 

„პრაიმტაიმმა“ მისი ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია გაარკვია.

 

„ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებო.

 

იმყოფება მექანიკურ ვენტილაციაზე, სასიცოცხლო მაჩვენებლებს სჭირდება დახმარება, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, პერიოდულად შემოდის ელემენტარულ კონტაქტში.

 

ამ დროისათვის რამე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა“, – ამბობენ კლინიკაში.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X