00:41 | 2021-11-11 ავტორი:

„სასიცოცხლო პარამეტრები დაბალ ზღვარზეა“, საშინლად ჟღერს“ – ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობას გვიზიარებს

„სასიცოცხლო პარამეტრები დაბალ ზღვარზეა“, საშინლად ჟღერს“ – ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობას გვიზიარებს

ელენე ხოშტარიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი თქმით, თავს ნორმალურად გრძნობს და გულის წასვლის ყველა ეპიზოდი უკავშირდება სკამიდან ჩქარა ადგომას.

 

„მეგობრებო, მინდა, გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.

 

ნიუსებში ფრაზა ‘სასიცოცხლო პარამეტრები დაბალ ზღვარზეა’ საშინლად ჟღერს და არ მინდა ინერვიულოთ.

 

თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა. ყველა გულის წასვლის ეპიზოდი უკავშირდებოდა სკამიდან ჩქარა ადგომას. ნელა როცა ვდგები გადასარევად ვარ.

 

ანალიზებმა აჩვენა რამდენიმე ცვლილება, რაც უკავშირდება თირკმელს და რაღაც ნევროლოგიურს. ეს პარამეტრები დაბალ ზღვარზეა. ამიტომ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმთან, ვახტანგ კალოიანთან (ოქრო და ბრილიანტი) კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყბეტილება გადასხმასთან დაკავშირებით.

 

ვისხამმხოლოდ იმას და მხოლოდ იმდენს, რაც ამარიდებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას და არა იმას, რაც კომფორტს შემიქმნის.

 

გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ.

 

განწყობა მაქვს აბსოლუტურად მშვიდი და მტკიცე. როგორც ვთქვი ვიბრძოლებ ბოლომდე.

 

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში“ – წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია უკვე მერვე დღეა რაც შიმშილობს. ის მხოლოდ უშაქრო ყავასა და წყალს სვავს. დღეს ექიმებმა პირველად გაუკეთეს ელენეს გადასხმა და უკვე ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სისტემატიურად აკონტროლებენ.

ავტორი:

X