18:00 | 2020-05-15 ავტორი: თამთა თორდია

სასმელი წყლით კორონავირუსის გადადების არცერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის – კულუმბეგოვი 

სასმელი წყლით კორონავირუსის გადადების არცერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის – კულუმბეგოვი 

იმუნოლოგ-ალერგოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, სასმელი წყლით კორონავირუსის გადადების არცერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის.

 

„ერთადერთი, რაც დაზუსტებულია, გამოქვეყნებულია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე დევს, ეს არის, რომ სასმელი წყლით კორონავირუსის გავრცელების ან გადადების არცერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში კულუმბეგოვმა.

 

თუმცა მისი თქმით, განსაკუთრებით მცირე მოცულობის ადგილზე, სადაც 10 ათასობით ადამიანი ჩავა, თუნდაც შავი ზღვის სანაპიროზე, პოტენციური რისკი იზრდება.

 

„ღია სივრცეში და დიდი მოცულობის წყალში, ძალიან დიდი ალბათობით, მას გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.

 

მაგრამ ადამიანების მჭიდრო კონტაქტი, განსაკუთრებით მცირე მოცულობის ადგილზე, სადაც 10 ათასობით ადამიანი ჩავა, თუნდაც შავი ზღვის სანაპიროზე, პოტენციური რისკი იზრდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა. 

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

ავტორი: თამთა თორდია

X