23:56 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

გახმაურებული და სკანდალური რომანი, რომელზეც საუბარი არ წყდება

გახმაურებული და სკანდალური რომანი, რომელზეც საუბარი არ წყდება

ბოლო დროის გახმაურებული რომანი კოდუა-პაიჭაძეს წყვილს უკავშირდება. ისინი მას შემდეგ მოექცნენ ყურადღების ცენტრში, რაც მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ ფოტოები ბიზნესმენ დათო კოდუასთან ერთად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

როგორც “პრაიმტაიმს” კოდუას დედის, ლაურა ღაჭავას მეგობარმა უთხრა, სადედამთილო შოკშია და ახალ რძალს არ აღიარებს. მისთვის ალექსანდრა მისაღები არ აღმოჩნდა…

 

„ლაურა უმძიმეს მდგომარეობაშია, შოკიდან ვერ გამოდის, ის რძალს არ აღიარებს. მისთვის არ არის მისაღები ალექსანდრა პაიჭაძე. ძალიან განიცდის, რომ მის შვილს ოჯახი დაენგრა. ლაურა თავის რძალზე – ნათიაზე ნერვიულობს. 

 

დათო კოდუას შვილებთან ურთიერთობა ალექსანდრას გამო დაეძაბა. ახლა რომ უპირისპირდება ის დათოს შვილს, კატოს, იყო დრო, როცა გოგონები მეგობრობდნენ და სწორედ შვილისგან გაიცნო დათომ მისი მოდელი მეგობარი. დღეს კი, ალექსანდრა მტრად მოეკიდა და საშინელ შეურაცხყოფას აყენებს, თანაც – საჯაროდ…

 

დათოს მეუღლე, ნათია გედევანიშვილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ეშინიათ, თავს რამე არ დაუშავოს. რაც შეეხება დათოს, ალექსანდრას ყველაფერს ჰპატიობს, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, ის ახლა ორსულადაა. დათო ამბობს, რა მაგარი ქალი „დავითრიეო“, თავს ბედნიერად გრძნობს.

 

ჩვენ ვიცით, რომ დათოს ოჯახის წევრმა მის მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო… ამას რა თქმა უნდა, კონკრეტულად არავის აბრალებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი აირია…

 

ძალიან ცუდი ფორმით მოხდა ნათიასა და დათოს ურთიერთობის შეწყვეტა. ყველაფერი ხდება, მაგრამ ასე სამარცხვინოდ ოჯახის დანგრევა წარმოუდგენელია…“ – ამბობს ის.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ ჭიპი უნდა იყოს აკრული ხერხემალზე, თუ გინდა, რომ პატივი გცენ – ალექსანდრა პაიჭაძე

ავტორი: Prime Time

X