14:52 | 2021-07-05 ავტორი: Prime Time

სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტის მიმართ – ვრცელდება შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები (ვიდეო)

სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტის მიმართ – ვრცელდება შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები (ვიდეო)

რადიკალური ჯგუფების წევრები, რომლებიც დილიდან რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებიან.

 

კადრებში, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიამ“ გაავრცელა, ჩანს თუ როგორ ურტყამენ „ფორმულას“ ჟურნალისტს რატი წვერავას აქციის მონაწილეები. მათ შორის, სასულიერო პირებიც.

 

„50-მდე ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. როდესაც მეუფე იოანესთან მივდიოდი კითხვის დასასმელად ამ დროს გამისწორდნენ… დაზიანებები მაქვს მიღებული სახეზე. რთული ვითარება იყო. პირველად ვნახე ამდენი აგრესიული ადამიანი. მამაოები ფიზიკურად მისწორდებოდნენ, მირტყამდნენ,“ – ამბობს რატი წვერავა.

 

 

 

შეგახსენებთ, დღეს „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშს გამართავს.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X