13:04 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

სასტიკი ჩხუბი რესტორანში – დაშავებული ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

სასტიკი ჩხუბი რესტორანში – დაშავებული ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

გორში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან ჩხუბი მოხდა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა 18 წლის ახალგაზრდა.

 

დაშავებული „გორმრდის“ კლინიკაში მოათავსეს. მათი ინფორმაციით, გორში, 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„შემოყვანილია 18 წლის ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით, პაციენტს აღენიშნება ქალას ფუძის ხაზოვანი მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, სახის ძვლების მოტეხილობა, ჰემატომები სხეულზე.

 

საკრებულოს დეპუტატმა ორი პირი დაჭრა
2020-06-08საკრებულოს დეპუტატმა ორი პირი დაჭრა

 

პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და შემოყვანიდან უმოკლეს დროში გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

 

პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, იგეგმება მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა,“ – განაცხადა „გორმედის“ რეანიმაციული განყოფილების დირექტორმა ტატო ქაჯაიამ.

 

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

X