
ინგა კეჭეყმაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომელიც 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევას სასწაულებრივად გადაურჩა.
ინგა სწორედ ჩამონგრეული სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონის მეპატრონეა. ის დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როცა საცხოვრებელი ჩამოინგრა და მომხდარმა მთელი საქართველო შეძრა…
„დაახლოებით 11:10 საათზე მივედი სალონში. კაკუნის ხმა მესმოდა, სადარბაზოს პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მომხმარებელი მივიღე და დაახლოებით 8 წუთში ტკაცუნის და ღმუილის ხმა შემომესმა. ამასობაში კედლიდან რამდენიმე ქვა გადმოვარდა. დავინახე როგორ გაიყო კედელი და მერე უცებ ჩამობნელდა. არ ვიცი რა ძალამ გამომიყვანა ქუჩაში.“ – ამბობს ინგა კეჭაყმაძე.
უფრო მეტ დეტალს გაიგეთ ამ ვიდეოთი:
ასევე დაგაინტერესებთ:























