
ცნობილი ექიმი, პედიატრი მარინა ტოტოჩავა, „კოვიდ 19“-ის შედეგად გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „კორონავირუსის“ და „ყივანახველას“ (ინფექციური დაავადება) ერთმანეთთან კორელაციაზე (სტატისტიკური კავშირი), საინტერესო აღმოჩენას აანონსებს:
ასე მოხდება, კოვიდის დროს სიკვდილის აშორება:
ეს უკვე, უამრავჯერ ვთქვი და განვმარტე. მარტივად ვწერ ხალხისთვის გასაგებად. ყოველგვარი სამედიცინო ტერმინოლოოგიის გარეშე. კიდევ გავიმეორე, როგორც კოვიდი იმართება დღეს მთლიანობაში, განსაკუთრებით სტაციონარამდე, ეს იგივე უვარგისი ტენდენციაა, რაც ჩვენს ჯანდაცვაში ხდება ბოლო წლების განმავლობაში.
არავითარი რეალური სამკურნალო დახმარება ადამიანებს. ანუ მხოლოდ, საუბარი კოვიდის საშიშროებაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან. მხოლოდ ადამიანების შეშინება და რეალური არავითარი დახმარება. კოვიდის საშიშროებაზე და პროგნოზებზე ასევე, მისგან თავის დაცვაზე საუბრობენ, მხოლოდ, ძირითადად ეპიდემიოლოგები.
ევროპიდან, ამერიკიდან ერთვებიან, ძირითადად, ეპიდემიოლოგები. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია, მედიცინის ფესვი და მთავარი ძალაა, მაგრამ რეალური საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მარტო შეშინებას და პირზე აფარებას არ გულისხმობს. თუ ის მძლავრად მუშაობს, ახდენს ადამიანების პროფილაქტიკურ შემოწმებებს და ნაადრევ გამოვლინებებს სხვადასხვა პათოლოგიების.
განსაკუთრებით ფილტვების, ეს იმიტომ რომ არსებული, წინასწარ გამოვლინებული პათოლოგიებია სწორედ, კოვიდის დროს რომ დაუხვდებიან ადამიანს და ფეხს გამოუშლიან მის სიცოცხლეს. პროფილაქტიკური მედიცინა, ოჯახის მომსახურე მედპერსონალი იმიტომ არსებობს, რომ წინასწარ იქნას ყველა დეფექტი ნანახი, რაც ადამიანებს აწუხებს.
მთლიანად ამაზე უნდა იყოს მუშაობა. ეს ასეა ყველა განვითარებულ ქვეყნებში. სტაციონარებში მხოლოდ მწვავე სიმპტომებით ხვდებიან. ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა, ის სისუფთავეს კი არ ნიშნავს ბერძნულად, არამედ ჯანმრთელობას.
ნიღბის ტარების ხშირი მოწოდება კარგია, მაგრამ უმთავრესი და სასიცოცხლო ძალა მედიცინის მეცნიერებაში არის სამკურნალო პროცესის მართვა. უფრო სწორად, გლობალურად სასიცოცხლოა მისი აკადემიურად დაკავშირება პროფილაქტიკურ მედიცინასთან.
რეალურზე რეალურია, რომ კორონა გამოირჩევა კლასიკური ტროპიზმით ფილტვის ქსოვილში. ამას კოვიდის დამძიმების დროს, დაავადების დინამიკაც ამტკიცებს. ამაზე თავიდან ვთქვი, ეს რომ ასე იყო კოვიდის დაწყებისთანავე. ეს უკვე მყარი ჭეშმარიტებაა.
ნებისმიერი დაკვირვებული ექიმი შეამჩნევდა, რომ ყველა მძიმე და საშუალო ფორმა, ფილტვების ანთებით რთულდება. ხაზს ვუსვამ ყველა საშუალო ფორმაც, რომლებიც არ ჰოსპიტალიზდებიან და ბინაზე რჩებიან. ფილტვებზე ხშირად დამიწერია უამრავი თემა და სტატია. დეტალურად განმიხილია ისიც, მსოფლიო მედიცინის კვლევების მიხედვით, თუ რომელი ტიპის ანთებას, რომელი გამომწვევები იწვევენ ძირითადად.
ასევე ჩვენთვის, პედიატრებისთვის, ცნობილია მაგალითად, წლამდე რომელ თვეში, რომელი გამომწვევი მიკრობი ჰყავს ფილტვების ანთებას და ასე შემდეგ ასაკებშიც. ასევე, კორონას დაწყების დღიდან ვამბობდი და დღესაც ხშირად ავღნიშნავ და ეს მსოფლიო მედიცინის თანამედროვე სტანდარტია – ამ დროს განვითარებული, ფილტვების ანთების დროს, ფლორის ბაქტერიოლოგიური დათესვა აუცილებელია.
ეს ასე უნდა ყველა, ფილტვების ანთების დროს.სტაციონარული იქნება თუ ამბულატორიული მკურნალობა. რომ ვიცოდეთ ზუსტად, რა არის გამომწვევი და ბრმად არ დაინიშნოს ანტიბიოტიკი. კოვიდი რთულდება მულტიფუნქციური, ინტესტიციური, კაპილარული ფილტვების ანთებით.
ბევრჯერ მისაუბრია ამ ტიპის ანთებაზე. ეს ის ანთებაა, რაც მოსახლეობის ძირითადი მკვლელია, არამარტო კოვიდის დროს. შეიძლება, კიბოთ დაავადებულს, კიდევ 20 წელი ეცხოვრა, მაგრამ მას ემართება ამ ტიპის ანთება და ის გარდაიცვლება, რადგან ამას ვერ უფიქსირებენ.
ასევე ფეხმოტეხილი ხანდაზმული, ასევე გულის ნაოპერაციევი ადამიანი, სუსტი ახალშობილი და ბევრი სხვა გარდაცვლილა ამ ტიპის ანთებით. მაგრამ, აკადემიური მედიცინა იმას ნიშნავს, რომ ეს ანთება უნდა მივხვდეთ და ადამიანები გადავარჩინოთ.
ან კიდევ ადამიანი გულის უკმარისობით – რადგან შაბლონად ჩამოყალიბდა ქვედა წილების ხიხინების, მხოლოდ გულის შეგუბებად აღქმა. ამ დროს კი, მის ქვევით, ყოველთვის ფილტვების კაპილარული ანთება იმალება და სიკვდილის მიზეზია.
ამ ტიპის ანთებებს უხშირეს შემთხვევაში ხველა არა აქვთ, რენტგენზე არ ჩანან და ადამიანის სიცოცხლე მთლიანად კარგ ექიმზეა დამოკიდებული. კოვიდმა კიდევ დაგვინდო. თითმის, ყველა ფორმის ფილტვების ანთების დროს, რაც ჩვენთან კოვიდს ახლავს ხველა აღინიშნება, მცირე მაინც.
თუმცა, უსიმპტომო კოვიდები, ხველის გარეშე მიდიან და უკიდურესად აზიანებენ ფილტვებს. რატომღაც ზოგს, ინტენსიური ხველა ჰგონია ფილტვების ანთების ნიშანი. რაც მეტია ხველა, მით მეტია ბრონქებში მონაცემები. რაც ნაკლებია ან სულ არ არის ხველა, ეს არის ფილტვებში ანთების ნიშანი.
ასეთი ტიპის ანთება, რენტგენზეც არ ჩანს და არის შემთხვევები, რომ ყველას არც ესმის აუსკულტაციურად. ექიმი შეიძლება ნაკითხი და განათლებული იყოს, მაგრამ როგორც კომპოზიტორი და არაკომპოზიტორი განსხვავდება ერთმანეთისგან სმენით, ისე განსხვავდებიან ექიმებიც.
ამიტომ ჩასვა ვიღაც ჭკვიანმა, ევროპაში კოვიდის სტანდარტში კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც კარგად ჩანს ეს ანთება. რა დასხივებაზეა ლაპარაკი. ეს არის სიცოცხლის გადარჩენის ოქროს გასაღები. ტელეფონი თავთან გიდევთ და გძინავთ, ის უფრო ბევრად მეტი დასხივებაა, ვიდრე ერთი ტომოგრაფია.
ფილტვების ტომოგრაფიამ, ბევრი სიცოცხლე იხსნა კოვიდის დროს, რადგან მკვლელი ფილტვების ანთება დაფიქსირდა დროულად. ისევ ვიტყვი და 100% -ით ვამტკიცებ, ბინაზე მყოფებს, საშუალო ფორმის დროს, ყველა ვარიანტში გადააქვთ ეს ანთება საშუალო სიძლიერით.
თავიდან ვამბობდი და უკვე დღეს, ეჭვს არ იწვევს კორონას ფილტვებში განსაკუთრებული ტროპიზმი. ამას ისიც ადასტურებს, რომ ექიმები ვინც დეტალურად ვაკვირდებით კოვიდის მიმდინარეობის მექანიზმებს, გაოცებული ვართ, თუ რა შედეგები დგება, კოვიდის უსიმპტომოდ გადატანის შემთხვევებში, როგორ ზიანდება ფილტვი.
ფილტვი დეგრადირდება, წარმოიშობა მძიმე ფიბროზები და სხვა. ან დარჩება ძალიან ჰიპოქსიური ფილტვი, რომლის აღქმა, სამწუხაროდ ზოგს არა აქვს, რადგან ძალიან ჰგავს ვეზიკულურ სუნთქვას. ანუ ჯანმრთელ სუნთქვას. ისევ შეგახსენებთ, თუ საშუალო ფორმა გაქვთ, შანსი არ გაქვთ ფილტვების ანთებას გადაურჩეთ, რომელიც წარმატებით ექვემდებარება ბინაზე მკურნალობას.
ამიტომ ბინაზე მყოფებს სჭირდება, ამის აუცილებლად დაფიქსირება. თუ თქვენ ნაცნობი ჭკვიანი ექიმი გყავთ, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაგიმართლად. ის თქვენი სიცოცხლის გარანტია. ჭკვიანი ექიმი, უკიდურეს ვარიანტში, სანამ ის გინახულებთ, ამას ტელეფონითაც დაგიდასტურებს.
თუ იმ დღეს, შეხვედრის შესაძლებლობა არ იქნება და მოასმენინებთ თქვენს ჩახველებას. ჩახველების ტიპით, ექიმი აუცილებად გაარკვევს საიდან მოდის ხველა – ყელიდან, მაგალითად, ფარინგიტის გამო, თუ ბრონქიდან ან ფილტვიდან.
უამრავი ტიპის ხველა არსებობს და ყველას გამოცნობა შეიძლება, თუ ექიმმა მათი შესაბამისი დაავადებების მექანიზმები კარგად იცის. გახსოვდეთ, ადამიანი ტყუილად არ ახველებს. ყელის ხველას სხვა ტონალობა აქვს.ხველით, ყელის კიბოს გამოცნობაც შეიძლება ბრონქოექტაზიის, ფილტვის კიბოსაც და ბევრი რესპირაციული ტიპის დაავადებების.
ყველა ხველის ტიპი მიანიშნებს, რომ ფილტვის არტერიაში თრომბია და შესაბამისად ფილტვების, ან ბრონქების ანთებაა. კოვიდი ჯანსაღად და ადვილად გადაიტანა ახალშობილებმა და 100 წლის ადამიანებმაც, რადგან მათ თავიდანვე ჯანსაღი ფილტვის ქსოვილი ჰქონდათ.
სამედიცინო დეტალებს რომ გავედევნო, ძალიან ბევრი, უსაზღვროდ ბევრი საუბარი მომიწევს, მაგრამ ახლა, რაც მინდოდა მეთქვა ეს არის, რომ ჯანდაცვა თავიდანვე გადაერთო პროგნოზებზე, გადაიქცენ მისნებად და მცირე ყურადღება დაეთმო თავად სამკურნალო საქმეს და მძიმე მიმდინარეობის კოვიდის ასაცილებლად, სამკურნალო პრფილაქტიკას.
ისედაც, ჩვენს მედიცინაში, სამკურნალო დარგის მართვა, დაბალ დონეზეა და სულ გადართულია საბუღალტროზე. მხოლოდ აქცენტი, თანხების სწორ მართვაზეა. სამკურნალო დარგის კონტროლი, არ ხდება. ორი ათეული წლის წინ, ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვიყავი. ისეთი პედანტიზმით ვამოწმებდი სამკურნალო დარგს, რომ ახლობლები მტრად მოვიკიდე.
საკუთარი ამბიციისთვის, არაფერი გამიკეთებია არასდროს ცხოვრებაში. სამკურნალო დარგის მკაცრი კონტროლი, ეს არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე რეალური ზრუნვა. დღეს საერთოდ არ არის სამკურნალო დარგის კონტროლი და ეს კარგად აისახა კორონას დროს. ნამდვილი პროფილაქტიკური მედიცინა, მარტო ის კი არ არის, რასაც აქაც და ევროპირადან გვმოძღვრავენ ყოველ წუთში – რომ გავიკეთოთ პირბადე და არ წავიდეთ ქორწილში.
ნამდვილი კლასიკური პროფილაქტიკური მედიცინაა, ადამიანის ორგანოთა სისტემების კონტროლი, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი მტკიცედ დაუხვდეს ნებისმიერ პანდემიას. ეს მოსახლეობა, ჯანმრთელი ფილტვებით რომ დახვედროდა ამ პანდემიას, არცერთი სიკვდილობა არ იქნებოდა.
დღეს მედიცინაში დაბნეულისთვის, არ არის მხოლოდ ცნობილი – დღეს ვინც კვდება კოვიდის დროს, კვდება მხოლოდ ფილტვების ანთებით. რომლის მკურნალობა გვიანაა დაწყებული, არასწორადაა მართული, ან ჰქონდა ძალიან მძიმე ფონი ფიბროზის, ან სხვა დაზიანების სახით, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დადის.
კომუნისტების დროსაც კი, რომელსაც ყველა ბრუნვაში ვლანძღავთ, ბევრად უფრო აწყობილი და აკადემიურად გაკონტროლებული იყო პროფილაქტიკური მედიცინა. გახსოვთ ალბათ, ჩვენს ბავშვობაში, სოფლებში დიდი სატვირთო მანქანები გადაკეთებული იყო რენტგენის ლაბორატორიად.
6 თვეში ერთხელ სოფლებში დადიოდა და ფილტვის ყველა დეტალებს იკვლევდნენ. დედა ცნობილი ექიმი იყო, ბევრმა იცის გამოირჩეოდა ფილტვების სასწაული დეტალური აღქმით. ახლაც თვალებში მაქვს როგორ იყო მიყენებული მის ამბულატორიასთან ეს მანქანა ხშირად,.რომ დაგვიანებულიყო, მოთხოვნის განაცხადებს აკეთებდა.
ასევე იყო ფილტვის საკვლევად რამდენიმე მიზანმიმართული ანალიზი, რომლის საფუძველზე განგაშს ტეხდნენ და ფილტვებზე მკურნალობებს ატარებდნენ. ასევე თურმე, წინა ეპოქაში პოლიკლინიკებში რიგდებოდა თევზის ქონი, კალცი და ვიტამინები, რაც ფილტვების სამკურნალოდ საბაზისოა.
დღეს ადამიანები ხშირად უამრავ ანალიზებს იღებენ და დაუსკვნელი დიაგნოზებით დადიან მაინც. პანდემიის დაწყების პირველივე დღეებში ვთქვი და დავწერე, რომ ყველაზე კარგი პროფილაქტიკა ჯანდაცვიდან იქნება – უფასოდ,,მასიურად ფილტვების კვლევა და ადამიანებს მიეცეს მედიკამენტების და საკვების ფული.
ადამიანებს არა აქვთ კვება. შესაბამის კვებაზე არ ვუსვამ ხაზს – არა აქვთ საერთოდ კვება. შემწვარი კარტოფილი სულ, კვება არ არის. შესაბამისად ადამიანებს აკლიათ უამრავი სასიცოცხლო ინგრედიენტი ჯანსაღი ფიზიოლოგიური რეაქციებისთვის. ადამიანი კარგი კვებითაა ცოცხალი. მაგრამ არცერთი ორგანოს ჯანმრთელობა, ისე არ რეაგირებს კვების საჭიროებაზე, როგორც ფილტვები.
მაგალითად, რაც ნაკლებს ჭამ, მით უფრო უკეთესად გახდება პანკრეასი. პანკრესის უმძიმესი ფორმების დროს რამდენიმე საათი და დღე მშიერი დიეტები გვაქვს. მაგრამ, ფილტვი უმწეო და გამოფიტული ხდება, როცა ადამიანი საუკეთესოდ არ იკვებება.
ნებისმიერი დაავადება, ეს არის, ფიზიოლოგიური რეაქციების შემადგენელი ინგრედიენტების ვარდნა, რომლის ფონზე ადვილად აქტიურდება მიკრობული ფლორა. ამ ინგრედიენტების უკიდურესი ვარდნის შედეგად, ვითარდება კიბო. ამდენი თანხები დაიხარჯა, სულ მცირე, კვების და მედიკამენტების ფული, უნდა გადასცემოდა ადამიანებს და უფასო გადაღება მომხდარიყო ფილტვის.
განსაკუთრებული პროგრამა დამატებოდა ოჯახის ექიმებს, ფილტვების აღსადგენად. ამას ისედაც უნდა აკეთებდნენ. მაგრამ თითქმის ზოგ ადგილზე, ნულზეა წინასწარი შეფასებები. ხალხი მშიერია. ფილტვებს განსაკუთრებული კვება სჭირდება ავადმყოფობამდეც. ადამიანები დადიან ფიბროზული, ან ჰიპოქსიური ფილტვებით.
ვერ ხდება გამოცნობა და რეაგირება. არ ხდება დახმარება. გახსოვდეთ, კოვიდის დროს, ყველა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა! თუ ვინმეს დიალიზი დასჭირდა, მას მინიმუმ, 20 წელი მაინც აწუხებდა თირკმლები. ჰქონდა თირკმლების ქრონიკული უკმარისობა. მაგრამ დაბალი პროფილაქტიკური მომსახურებს ხარისხის გამო, ეს არ იცოდა.
ხოლო თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამ შემთხვევაში ფილტვის მწვავე უკმარისობის შედეგი იყო. ახლაც არ არის გვიან, მასიურად გამოვიკვლიოთ ადამიანების ფილტვები. დაიხვეწოს შიგ არსებული პრობლემები. ვერც კი წარმოიდგენთ, მოსახლეობის დიდი პროცენტი, როგორი ჰიპოქსიური ფილტვით დადის.
ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, თავის ტკივილის უხშირესი მიზეზი ფილტვების ჰიპოქსიაა. დაურიგდეთ ხალხს ვიტამინები. ეს ხომ უიაფესია. ამას ვამბობ კოვიდის პირველი დღიდან. შიმშილით განადგურებული და დასუსტებული ფილტვები კოვიდის დროს მკვლელი ფონიაა. დაურიგდეს ხალხს ყოველ თვეში კვებითი დახმარება. თუ ამას მთავრობა არ აკეთებს, ეკლესიამ გააკეთოს. მსხვილმა ბიზნესმენებმა გააკეთონ. ეს ადამიანების გადარჩენის მაგისტრალური ხაზია.
ეკონომიკურად ასეთ ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას მაინც დაეხმარეთ. საარჩევნო მარიაჟობისთვის მაინც დაეხმარეთ. არავინ არ მოკვდება კოვიდის დროს, თუ იქნება ფილტვების წინასაწარი კვლევა და ადამიანები თუ ჯანსაღად გამოიკვებებიან.
ჯანსაღი ფილტვით, კოვიდის დროს არავინ მოკვდება. არავინ მოკვდება, თუ იქნება სამკურნალო დარგის მეტი კონტროლი, წინასწარ გაკონტროლდება მასიურად ფილტვები, არ გაიპარება ფილტვების ანთება, ან იმართება სიზუსტით, ადამიანების გადარჩენა შეიძლება
.ამ პერიოდში, იმდენი საუკეთესო ექიმი რადიოლოგი აღმოვაჩინე, გული სიხარულით და სიამაყით მაქვს სავსე .ასეთები, ევროპასაც არ ეყოლება. რადიოლოგები კარგ დასკვნებს წერენ რენტგენებზე, კატეებზე. მხოლოდ მკურნალმა ექიმმა უნდა გაანალიზოს ამ დროს, რა არის საჭირო, რომ ამ ადამიანმა იცოცხლოს.
ამ დეტალებით დავეხმაროთ ადამიანებს. ესაა სასიცოცხლო დეტალები.სამკურნალო დარგის აუცილებელი დეტალები. ნიღბის გაკეთებას, ყველა თავისით მიხვდება, თუ ვერ მიხვდება, მას ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. ხელების დაბანას კი ადამიანებს მაინც ვერ ასწავლი, თუ გენეტიკაში არ უდევთ წესრიგი.
ამდენი აგიტაციის მიუხედავად, დააკვირდით როგორ იბანს ხელს ადამიანების უმრავლესობა. ზოგს ხუმრობით ვეუბნები – შენ ახლა წამიერი გადასხმით, მხოლოდ მიკრობებს დაბანე თავი-მეთქი, ამიტომ ამდენი თანხები და ამდენი დრო, ნიღბის ტარების და ხელების დაბანის სწავლაზე უსარგებლოა მაინც, თუ არ გამოვკვებავთ მშიერ ადამიანებს და არ დავიცავთ წინასწარ ფილტვს, ძალიან აკადემიური სამკურნალო მიმართულების კონტროლით.
მეგობრებო, ძალიან საინტერესო, სასწაული რამ აღმოვაჩინე, კორონას და ყივანახველას ერთმანეთთან კორელაციაში. თუ არ შეწუხდებით, მომწერეთ, ვინც კორონა გადაიტანეთ, გადატანილი გაქვთ თუ არა ყივანახველა!
ამ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური პრობლემა გაქვთ, ფილტვის დასაცავ მეთოდზე გასწავლით. ბორდე-ჟანგუს ჩხირი, რომელიც ყივანახველას იწვევს, ფილტვებს აზიანებს რაღაც დონეზე. როგორც დავაკვირდი, განსხვავებულად მიდის კორონავირუსი ყივანახველა გადატანილ პაციენტებში.
საერთოდ, ამ ვითარებაში, აცრა ყველაზე დიდი საშველია. მედიცინას ამაზე უკეთესი არაფერი მოუგონია. თქვენ, აცრაზე უფრო მეტ უცხო ცილებს ყლაპავთ, ამ ქიმიურ გარემოში ყოველდღე .
გაქვთ თუ არა კოვიდი, გქონდათ თუ არა ის სასიცოცხლოდ აუცილებელია – პანდემიის დროს და მის შემდეგაც, ყველა შემთხვევაში, პერიოდულად გაიკონტროლოდ ფილტვები, ეს სასიცოცხლოა!
.























