
სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ცხელების ცენტრიდან კი კაცი ქუთაისის ინფექციურ საავაფმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც უკვე მოთავსებულია მისი მეუღლეც.
ეპიდემიოლოგები 67 წლის კაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია.
- დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















