13:49 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

სასწრაფო ექიმს კორონავირუსის არცერთი ტიპი არ აღმოაჩნდა

სასწრაფო ექიმს კორონავირუსის არცერთი ტიპი არ აღმოაჩნდა

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს, ჩაღრმავებული კვლევის შედეგად, კორონავირუსის არცერთი ტიპი არ აღმოაჩნდა. მას კოვიდ 19-ის გარდა, სხვა ტიპის კორონავირუსებზეც იკვლევდნენ.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ჩაღრმავებულმა კვლევამ ინფექციის არცერთი ტიპი არ გამოავლინა.

 

„ექიმებმა გამოიკვლიეს პაციენტი კორონავირუსის სხვა სახეებზეც, თუმცა მას არცერთი ვირუსი არ დაუფიქსირდა. ასე რომ, ის დაინფიცირებული არ არის“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, კახეთში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმს კოვიდ- 19 ერთი ტესტით დაუდასტურდა, თუმცა, სხვა კვლევებმა მასთან ინფექციის არსებობა არ დაადასტურა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X