14:45 | 2021-06-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მიმაჩნია, რომ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“ – სალომე ზურაბიშვილი

„მიმაჩნია, რომ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკისთანსიტყვით გამოსვლისას პარლამენტში 2021 წელს პარლამენტში საკუთარი გამოსვლა გაიხსენა.

 

„მე პირადად ჩვენს ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები.

 

რომელი ქვეყანა არ აღიარებს საქართველოდან წაღებულ პისიარ ტესტს - თუ უცხოეთში გამგზავრებას გეგმავთ ეს უნდა იცოდეთ
2021-06-23რომელი ქვეყანა არ აღიარებს საქართველოდან წაღებულ პისიარ ტესტს - თუ უცხოეთში გამგზავრებას გეგმავთ ეს უნდა იცოდეთ

 

თვით 2020 წელს, 3 აპრილს წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო და 2021 წლის 9 აპრილს ჩემს საპარლამენტო სიტყვაში აღვნიშნე, რომ არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა.

 

მიმაჩნია, რომ დღეს სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფო დავაბრუნოთ ელჩი კიევში, რასაც მოჰყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა ამის შემდეგ რამდენიმე ვიზიტი და დღეს ჩვენი ოფიციალური შეხვედრაა აქ და ძალიან მადლობელი ვარ “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

 

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

 

„სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X