
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბერძნეთის დედაქალაქში ქართველი ქალი იპოვეს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ის თავშესაფრის გარშე არის დარჩენილი და დახმარება სჭირდება.
„სასწრაფოდ! ნაპოვნია ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში, ქალბატონი, სახელად მარინა, გვარს არ ამბობს, არის დაახლოებით 65 წლამდე, როგორც ჩანს აქვს ფსიქიკური პრობლემა. არ საუბრობს, ოჯახი არ ყავს, შესაბამისი სამსახური გამოძახებული იყო ადგილზე, მაგრამ არ წაიყვანეს თავშესაფარში.
ამჟამად იმყოფება პიპინუს 82 ნომერში, ახარნონის კვეთასთან.
თუ ვინმეს გაქვთ შესაძლებლობა შეიფარეთ დროებით ან გაავრცელეთ იქნებ გამოუჩნდეს ვინმე.
ყავს მხოლოდ ძმა, რომელიც არის საქართველოში და მისი წაყვანის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
ქალბატონს უკეთია ოქროს სამკაულები.
მოკლედ, მიაწვდინეთ ხმა ვისთანაც კი შეძლოთ. გთხოვთ რომ გააზიაროთ პოსტი“, – წერს „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.























