15:14 | 2020-08-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სასწრაფოდ: თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში ჩხრეკა ტარდება

სასწრაფოდ: თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში ჩხრეკა ტარდება

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ტარდება.

 

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა ბოლო 3 წლის განმავლობაში.

 

„პრაიმტაიმი“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს და კომპანია „ზეგ“-ის ადვოკატის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X