14:27 | 2020-09-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სასწრაფოს ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 2 სექტემბერს მორიგეობდა

სასწრაფოს ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 2 სექტემბერს მორიგეობდა

სენაკში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი 2 სექტემბერს ფოთში მორიგეობდა.

 

ცნობილია, რომელ წყაროს მიეკუთვნება კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა
2020-09-07ცნობილია, რომელ წყაროს მიეკუთვნება კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მოხდა მოკვლევა მასთან მყოფი ყველა პირის და გაუკეთდა PCR ტესტირება.

 

„საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს, რომელიც 2 აგვისტოს იყო მორიგე დაუდასტურდა „კოვიდ 19“. მან იმავე დღეს გააკეთა რეფერალი ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა ინფიცირებული პაციენტი. იგი მუშაობს სენაკში კლინიკა „არქიმედეში“ და ფოთში აქვს თვეში ორი მორიგეობა. შესაბამისად, 2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა პისიარ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 34 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1684-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1315 ადამიანი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X