
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა. „პრაიმტაიმის“ კითხვაზე, როდის გაიხსნება ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები, მინისტრი პასუხობს, რომ მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება დისტანციის დაცვა.
„ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენელთან ვმუშაობთ და პირველ რიგში, გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში.
მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ჩვენ ვმუშაობთ ასევე იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც უკვე დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება შრომითი ინსპექციის მხრიდან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:























