22:03 | 2021-11-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება მკურნალი ექიმების ჯგუფში“ – ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილი მოინახულა

„საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება მკურნალი ექიმების ჯგუფში“ – ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილი მოინახულა

„აღენიშნება ზოგადი სისტუსტე, თავის ტკივილი, წნევა თამაშობს”… – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ისაუბრა.

 

„განაგრძობს მკურნალობას, აღენიშნება ზოგადი სისტუსტე, თავის ტკივილი, წნევა თამაშობს, არტერიული წნევა, რამდენადაც ვიცი, დილით ჰქონდა მაღალი წნევა, ახლა ჩემს აქ ყოფნის დროს წნევა ცოტა დაეცა და ამას კორეგირება გაუკეთდა რეანიმატოლოგისა და მკურნალი ექიმის მიერ. ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა.

 

რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, ამას ხელმძღვანელობს ქალბატონი ელენე გიორგაძე და რეფიდინგის პირველი დღე ასე ვთქვათ, ნორმალურად ჩატარდა… ჩვენ ძალიან ვღელავთ ნევროლოგიის შესახებ, რაზეც გუშინ მოგახსენეთ. ასე რომ ნევროლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და კიდევ ერთხელ გაივლიან პაციენტთან ერთად მის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციას.

 

ასეთ ავადმყოფებს, როგორც მოგეხსენებათ, აქვთ პოსტ-ტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ და ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. პრეზიდენტს უნდა, რომ ნახოს ქალბატონი მარინა ჯიშკარიანი, რომლის ჯგუფში არის ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. ამიტომ, ის ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება და ძალიან დროული, რომ ქალბატონი მარინა თავის ჯგუფთან ერთად მოვიდეს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს​

 

საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარე ნინო სანადირაძე გარდაიცვალა

 

იზრდება თუ არა დევნილთა დახმარება, რომელიც ახლა 45 ლარს შეადგენს – რას ამბობენ დევნილთა სააგენტოში

 

ვის რამდენით მოემატება პენსია 2022 წლიდან – ფინანსთა მინისტრის განმარტება

 

პენსია, ხელფასები, სოციალური დახმარება 2022 წლიდან იმატებს – ნახეთ, ვის რამდენით გაეზრება შემოსავალი

 

ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა​

 

რომ არა თქვენ, მე უკვე ჩემს თამოსთან ვიქნებოდი – რა შეემთხვა თეონა თამაზაშვილს

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X