13:18 | 2021-03-26 ავტორი: Prime Time

საჭიროა თუ არა ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება ვაქცინაციის წინ – რეკომენდაციები

საჭიროა თუ არა ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება ვაქცინაციის წინ – რეკომენდაციები

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე განმარტავს, რეკომენდირებულია თუ არა ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება ვაქცინაციის წინ.

 

როგორც გიორგი კამკამიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, პრეპარატის მიღება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ვაქცინა ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესს წყვეტს 
2021-03-26რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესს წყვეტს 

 

მისივე თქმით, პრეპარატის მიღება არ შექმნის გარკვეულ პრობლემებს, თუმცა ზედმეტად მისი მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

 

„მხოლოდ ისეთ შემთხვევებში ხდება ამის გადაწყვეტა სპეციალისტის, ალერგოლოგის მიერ, თუკი ველით მაღალი პროცენტით ალერგიის განვითარებას. არის ადამიანების ჯგუფი, რომელთა შემთხვევაშიც განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ ნებისმიერი ვაქცინის წინ. შესაბამისად, ეს არის ძალიან შეზღუდულ კონტიგენტზე. ზოგადად, რომ ყველამ მიიღოს ანტიჰისტამინური პრეპარატი, ეს რასაკვირველია არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

ავტორი: Prime Time

X