
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე გახდეს საჭირო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.
„შეიძლება, დასჭირდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა, ვიდრე – სამშაბათს. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ ცოტა უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















