18:39 | 2021-04-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზები კოვიდ 19-ს ვაქცინაციის წინ – არჩილ მარშანიას რჩევები

საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზები კოვიდ 19-ს ვაქცინაციის წინ – არჩილ მარშანიას რჩევები

საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზები კოვიდ 19-ს ვაქცინაციის წინ – ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევა-რეკომენდაციებით მიმართავს.

 

„ზოგადად, ნებისმიერი იდეალური კლინიკო-ლაბორატორიული ანალიზი/ტესტი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ის უნდა იყოს: იაფი; სწრაფი; მარტივად შესრულებადი; უსაფრთხო; კომფორტული; მარტივად ხელმისაწვდომი და მაღალი სანდოობის.

 

ცხადია, არავინ და არაფერია იდელური, შესაბამისად, მსგავის ანალიზი/ტესტი არ არსებობს. თუმცა, ჩვენ როდესაც ნებისმიერ ანალიზს ვნიშნავთ რაღაც კრიტერიუმებს ვაქცევთ ყურადღებას, მათ შორისაა: სპეციფიკურობა, სენსიტიურობა და პრედიქტურლი/პროგნოზული ვალიდურობა.

 

სხვანაირად რომ ვთქვათ, როდესაც ნებისმიერ ანალიზს ნიშნავ, შენ ეს უნდა იცოდე იმ დაავადებას რასაც ეძებ, რამდენად მაღალი სიზუსტით დაადასტურებს, ან გამორიცხავს ეს კონკრეტული ტესტი და რამდენად მაღალია მისი პროგნოზული ფასი/სანდოობა.

 

ანუ კიდევ სხვანაირად რომ ვთქვათ, ეჭვს თუ მიიტან გულის ინფაქტზე, რაზეც გაქვს ეჭვი მაგის გამო „ექოსკოპიას“ კი არ გააკეთებ, გადაიღებ კარდიოგრამას, თუ ფიქრობ, რომ მოტეხილობაა რენტგენს გადაიღებ და არა სპირომეტრიას გააკეთებ და ა.შ. ამას იმიტომ აკეთებ, რომ ეს შედის პაციენტის ინტერესებში, ჯერ ეჭვი უნდა მიიტანო, მისი ალბათობა გათვალო, მერე კონკრეტულად რომელი ტესტია უკეთესი და ა.შ და ა.შ.

 

აღდგომის სამზადისი - როგორ დავთესოთ და მოვუაროთ ჯეჯილს
2021-04-11აღდგომის სამზადისი - როგორ დავთესოთ და მოვუაროთ ჯეჯილს

 

თორემ ეგრე, შემოვა ნებისმიერი პაციენტი ნებისმიერი ჩივილით, გადაახდევინე ფული და გაუკეთე ყველა არსებული ანალიზი და ტესტი, გადაუღე ყველაფერი, რაც კი რამე აპარატი დგას კლინიკაში, შენი რა მიდის რა, ფულს ხომ შემოიტანს?! (არაეთიკურობას რომ თავი დავანებოთ ხვდებით რა აბსურდამდე მივდივართ ხომ?)

 

ხოდა, აი კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება რომ დაიწყეს, ყველა მეორე კოვიდგადატანილ პაციენტებზე, რამდენ „ბალიანი“ დაზიანებაა მაგის დაზეპირება, რომ მოდაში შემოვიდა და რეკლამაშიც ასე რომ მოიხსენიებდნენ „გადაამოწმე კოვიდის მერე ფილტვები“ (თუ რაღაც ეგრე) მაგან იცით რა გააკეთა? არაფერი, გარდა პაციენტის დასხივებისა და ფულის ხარჯვისა – ანუ პაციენტისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია.

 

რატომ?

 

იმიტომ რომ ვირუსული პნევმონიის სამკურნალო არაფერი არ არსებობს ახლა, იქ 5 ბალი იქნება დაზიანება თუ 7.5 ბალი, საერთოდ არაფერი არ იცვლება მკურნალობაში, ამიტომაც არის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების კონკრეტული ჩვენებები, ისიც ძირითადად ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, კონკრეტული სიმძიმისა თუ სიმპტომების დროს.

 

თუმცა, პაციენტს ეტყვი თუ არა, რომ შეიძლება ფილტვის დაზიანება იყოს და „მოდი მაინც ჩავატაროთ“, ეშინია რა, რაც არ უნდა რაციონალურად მსჯელობდეს მაინც ადგება და იტყვის ჯანდაბას, ექიმი მეუბნება და გავიკეთებ და იკეთებს, სულ რო 10-მა სხვა ექიმმა უთხრას, ის ერთი მაინც გულში რჩება „ვაიდა რამე მჭირს“ მოტივით და ასე… თან რამე რომ იყოს, პაციენტის თვალში ყოველთვის მართლები არიან.

 

კმარა, სიყალბე და აგრესია! არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად - ანრი ოხანაშვილის მეუღლე
2021-04-11კმარა, სიყალბე და აგრესია! არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად - ანრი ოხანაშვილის მეუღლე

 

შენ ეტყვი „არ არის რეკომენდირებული, არაფერს ცვლის“, ის გპასუხობს, „ვაიდა რამე იყოს, გამორიცხავ?“ – გამორიცხვით კიდე ზოგადად ვერაფერს გამორიცხავ ბუნებაში და პაციენტიც კმაყოფილია, რომ ის ვიღაც ზედმეტად ზრუნავს მასზე და კომპიუტერზე უშვებს ფილტვის დაზიანების ქულების დასათვლელად. ასეა დექსამეტაზონი და ანტიბიოტიკები:

 

ორივეს კონკრეტული ჩვენება აქვს, მაგრამ იმის გამო რომ ვიღაცამ ზუსტი ჩვენება არ იცის და არც პროტოკოლებში ჩაუხედავს, ის პაციენტს ეუბნება რომ, იცი რა აი ცუდად ხარ და „მოდი მაინც ჩავრთოთ“.

 

პაციენტს თავისი გასჭირვებია და უჯერებს, ეშინია რა, თან ვინც არ უნდა უთხრას მერე საყვედური იმ არასწორი დანიშნულების მიმცემ ექიმს, ის პაციენტის თვალში ყოველთვის მართალი იქნება.

 

რატომ?

 

– დალევს, გამოჯანმრთელდება და იტყვის – „აი ძმაო თუ არ გამოვჯანმრთელდი, სწორად მინიშნავდა“;

 

– არ დალევს, ცუდად იქნება უფრო და იტყვის – „აი ძმაო სწორად მინიშნავდა“;

 

– არ დალევს, გამოჯანმრთელდება და იფიქრებს – „რავი რო დამელია ალბათ უფრო მალე გამოვჯანმრთელდებოდი“.

 

სინამდვილეში კი ცხადია არასწორად და არასწორ დროს დანიშნული მედიკამენტი ზიანის და ხარჯის მომტანია პაციენტისთვის, მეტი არაფერი.

 

ახლა სულ გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი და ვიღაც ლაბორატორიებმა შეიმუშავეს ახალი მესიჯბოქსი „გადაამოწმე ჯანმრთელობა კოვიდის ვაქცინის წინ“ (თუ რაღაც ესეთი) და სთავაზობენ ანალიზებს, რომ ჰკითხო, რას ეძებენ რატო ეძებენ და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და ვისი რეკომენდაციაა, პასუხი არ აქვთ, მაგრამ რაც არ უნდა თქვა პაციენტის თვალში მართლები არიან.

 

რატომ?

 

მოგაგებებს მერე სამ კონტრშეკითხვას: „რა უჭირს ძმაო რა შავდება ჯანმრთელობისთვის, გადამოწმებით?“ – მამენტ ჯანმრთელობას სისხლის ანალიზი არ ვნებს; „ხვალ რა, არ შეიძლება რეკომენდაცია მივიღოთ?“ – შეძლებით სანტაკლაუსიც შეიძლება არსებობს, მერე რა?; „ზოგადად ჯანმრთელობა რომ გადაიმოწმოს ადამიანმა რა ცუდია?“ – არ არის ცუდი ცხადია. და პაციენტის თვალშიც „უიმე, რა კაი ხალხია როგორ მიფრთხილდებიან“ ჩანან.

 

ეშმაკების დამარცხება შეიძლება შებრძოლებით, რათა არ მივიღოთ ის, რასაც დემონები გვკარნახობენ - მეუფე შიო
2021-04-11ეშმაკების დამარცხება შეიძლება შებრძოლებით, რათა არ მივიღოთ ის, რასაც დემონები გვკარნახობენ - მეუფე შიო

 

მაგრამ სინამდვილეში არანაირი ანალიზი ვაქცინის წინ საჭირო არ არის, არ არსებობს მსგავსი არც რეკომენდაცია და არც თეორია, არც ერთ ვაქცინაზე. თუმცა, იმაზე დაყრდნობით რა უსაფუძვლო შიშები და შფოთვაც არის ქვეყანაში, სარგებლობენ ამ ყველაფრით და მესიჯბოქსში „ვაქცინის წინ გასაკეთებელი’“ უდევთ რომ იმოქმედონ ხალხზე.

 

ამით დამატებით, ვაქცინაციას რაღაც ჯოჯოდ აჩენენ, რომ თითქოს შემოწმება და ანალიზები გჭირდება ვაქცინის გაკეთებამდე. საბოლოოდ კი, შედეგად იღებენ არაფრისმომცემ ანალიზებში ნაშოვნ ფულს, თან ისე, რომ ხალხის თვალში კაი ტიპები არიან.

 

მე არ ვიცი, რა ხალხი ხართ, საიდან მოდიხართ, რანაირად იწყვეტთ ასე შუბლის ძარღვს და ყველაფერს ფულზე როგორ ცვლით მაგრამ, ჰა.

 

– ეს ხო მარა, რავი აწი მაინც რო გავიკეთო, რამეს დამიშავებს ჯანმრთელობის კუთხით?

 

– არა ძმაო, არაფერს არ დაგიშავებს ჯანმრთელობის კუთხით. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს ექიმი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X