10:05 | 2020-07-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საცხოვრებელი სახლის ეზოში გიურზამ ძაღლი დაკბინა

საცხოვრებელი სახლის ეზოში გიურზამ ძაღლი დაკბინა

რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

 

შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი ძაღლი, რომელმაც 5 წლის ბავშვი ქვეწარმავლისგან იხსნა - ვახტანგ ლომჯარია 
2020-07-15შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი ძაღლი, რომელმაც 5 წლის ბავშვი ქვეწარმავლისგან იხსნა - ვახტანგ ლომჯარია 

 

პირველადი დახმარება მეტისის ჯიშის ძაღლს პატრონმა აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისში, „ვეტერინარულ კლინიკა აბ-ვეტ ბუნება“-ში გადაიყვანა.

 

ვეტერინარის განცხადებით 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა.

 

„შემოვიდა სახის შეშუპებით, ნაკბენი აღენიშნებოდა ყბა-სახის მიდამოებში. ჩვენთან ის კბენიდან დაახლოებით 1 საათში მოიყვანეს. შევიყვანეთ სხვადასხვა სახის მედიკამენტები, რომელიც დაეხმარა იმაში, რომ ყველანაირი პროცესი, რომელსაც იწვევს გველის შხამი, დასტაბილურებულიყო“, – აცხადებს ვეტერინარი გიორგი ხმალაძე.

 

წყარო: „ინფო რუსთავი“

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X