15:38 | 2021-03-05 ავტორი: Prime Time

„საცობებმა წაიღო საქართველო, არ ჩანს გამოსავალი“ – რა ინიციატივით გამოდის დეპუტატი ფრიდონ ინჯია (ვიდეო)

„საცობებმა წაიღო საქართველო, არ ჩანს გამოსავალი“ – რა ინიციატივით გამოდის დეპუტატი ფრიდონ ინჯია (ვიდეო)

„ევროპული სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოში საცობების მოგვარების გზას სთავაზობს.

 

ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე დაშვებული 110 კმ/სთ სიჩქარე 130-მდე გაიზარდოს.

 

„საცობებმა წაიღო საქართველო. პრაქტიკულად არ ჩანს გამოსავალი, განსაკუთრებით ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ სადაც შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიც არის 110კმ/სთ, ამ პერიოდში გაიზრდოს 130 კმ/სთ-მდე?“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

ვიდეო ↓ დეპუტატი ფრიდონ ინჯია მაგისტრალებზე სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

 

ავტორი: Prime Time

X