22:14 | 2020-04-13 ავტორი: თამთა თორდია

„საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო“ – რაზე ისაუბრეს ამირან გამყრელიძემ და უწმინდესმა დახურულ შეხვედრაზე 

„საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო“ – რაზე ისაუბრეს ამირან გამყრელიძემ და უწმინდესმა დახურულ შეხვედრაზე 

საქართველოს საპატრიარქოში, საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

მისი თქმით, მან ილია მეორესთან ზოგადად ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

 

„საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე მისი თქმით, შეხვედრის თაობაზე განცხადება სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება.

 

ამ თემაზე:

დახურული შეხვედრა საპატრიარქოში - ამირან გამყრელიძემ საპატრიარქო დატოვა 
2020-04-13დახურული შეხვედრა საპატრიარქოში - ამირან გამყრელიძემ საპატრიარქო დატოვა 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X