14:38 | 2020-04-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საუდის არაბეთი მუსლიმებს პილიგრიმობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საუდის არაბეთი მუსლიმებს პილიგრიმობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საუდის არაბეთი მსოფლიოში მცხოვრებ მუსლიმებს უდიდეს ყოველწლიურ პილგრიმობა ჰაჯიში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

ჰაჯის მინისტრმა მუჰამენ ბანეტმა განაცხადა, რომ სამეფო შეშფოთებულია პილიგრიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და საზოგადოებას მოუწოდებს, „თავი შეიკავონ ბილეთების დაჯავშნისგან“.

 

წელს მექასა და მედინაში ივლისსა და აგვისტოში 2 მილიონამდე ადამიანს ელოდნენ. მუსლიმებს, რომელსაც ფიზიკურად შეუძლია, ჰაჯი ცხოვრებაში ერთხელ უნდა ჩაატარონ.

 

უფრო მცირე მასშტაბის პილიგრიმობა, უმრა, უკვე შეჩერებულია საუდის არაბეთის სამეფოს მიერ.

 

გარდა ამისა, ოფიციალურმა ერ-რიადმა მექასა და მედინაში ადამიანებს შესვლა უკვე აუკრძალა.

 

საუდის არაბეთში ბოლო მონაცემბით კორონავირუსის 1,563 შემთხვევაა გამოვლენილი.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X