19:13 | 2020-04-09 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს ახალი კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაიას aljazeera ავრცელებს.

 

არსებული ცნობით, ინტესიური თერაპიის განყოფილებაში ერთ-ერთი პრინცი იმყოფება, რომელიც ერ-რიადის გუბერნატორია.

 

84 წლის მეფე სალმანი, პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი და მთავრობა კი,  თვითიზოლაციაშია.

 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში ახალი კორონავირუსის 3287 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 174 ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X