11:32 | 2021-08-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ ნაპოლის ემიგრანტებმა“ – იტალიაში კორონავირუსით ქართველი ქალი გარდაიცვალა

„საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ ნაპოლის ემიგრანტებმა“ – იტალიაში კორონავირუსით ქართველი ქალი გარდაიცვალა

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ქართველი ემიგრანტი იტალიაში 68 წლის ელენე ხუციშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

„აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ტკივილს შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში…

 

მეგობრებო ვისაც რა საშუალება გაქვთ სიტყვიერი, გავლენა და არა ფინანსები, ჩავერიოთ ყველა რომ ჩვენი პატრიოტი, ქალბატონის ცხედარი სამშობლოში უბრკოლველად ჩამოსვენდეს და არ დაწვან, კრემაცია არ გაუკეთონ. საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ ნაპოლის ემიგრანტებმა, რომელიც მართლა უზომოდ უყვარდა ყველას თავისი ადამიანობის და კეთილშობილების გამო“, – აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X