
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც „გილეადის“ პრეპარატ „რემდესივირით“ გადიოდნენ მკურნალობას იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
კერძოდ, იმ პაციენტების უმეტესობამ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კლინიკურ ცდებში, სადაც აღნიშნული ექსპერიმენტული მედიკამენტით მკურნალობდნენ, კლინიკები რამდენიმე დღეში დატოვეს და სახლში წავიდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ, მძიმე რესპირატორული უკმარისობა და ძლიერი ციებ-ცხელება აღენიშნებოდათ
„საუკეთესო სიახლე არის ის, რომ ჩვენი პაციენტების უმეტესობა უკვე გაეწერა, რაც ძალიან მაგარია. მხოლოდ ორი პაციენტი დაიღუპა“, – ამბობს ექიმი ქეთლინ მულანი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის დაავადებათა კონტროლის სპეციალისტი, რომელიც აღნიშნულ კვლევებს ხელმძღვანელობს.
„გილეადის“ მიერ წარმოებული პრეპარატი „რემდევისირი“ ებოლას წინააღმდეგ მკურნალობისთვის გამოიყენებოდა. მედიკამენტს წარმატებით იყენებდნენ მწვავე რესპირატორული სინდრომით დასნებოვნებულ პაციენტებში.






















