12:37 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რაც შეეხება ორსულს, რატიანის თქმით, ორსული, რომელიც 23-ე კვირაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. გართულებების გარეშეა ასევე 13 წლის მოზარდიც.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X