
სულ არის 3 ახალშობილი ჩვენს კლინიკაში, მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. დირექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდეს.
„ბოლო 24საათის გაანმავლობაში, ჩვენთან შემოვიდა ორსული ქალი, რომელიც დაახლოებით 22 კვირისაა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
სულ არის 3 ახალშობილი ჩვენს კლინიკაში, მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი. 2 ახალშობილი გადმოიყვანილია მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ახალშობილები შემოსული არიან სუნთქვის მწვავე უკმარისობით, არ არის სავალდებულო მათთან იყოს covid-ის ინფექცია, არსებობდა და კიდევ იარსებებს ახალშობილები, რომლებსაც სჭირდებათ რეანიმატოლოგების დახმარება. შესაძლოა საერთოდ არც კონტაქტი ჰქონდეთ ამ ახალშობილების დედებს და მის ოჯახის წევრებს. ვინაიდან დღეს ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულია წითელ ზონად მარნეული და ბოლნისი, როგორც საეჭვო შემთხვევა გადმოყვანილი არიან ახალშობილები ჩვენს კლინიკაში.“ – განაცხადა ლევან რატიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID -19-ისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















