
სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ წუთებში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება. ინფრორმაციას რუსთავი-2 ავრცელებს.
„მდგომარეობა შემოსვლისთანავე არ იყო მძიმე. მიუხედავად ამისა მას ტრავმის მექანიზმიდან და შესაძლო რისკებიდან გამომდინარე ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, სადაც ტრავმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირდა.
დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის აქტიური, ცნობიერება ნათელი, ადეკვატური, კონტაქტური. აღენიშნება სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი ზედაპირული ექსკორიაციები. ეს არის სავარაუდოდ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები,” – განაცხადა ბავშვთა ნევროლოგმა ნინო დიხამინჯიამ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი დღეს, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა.






















