00:36 | 2021-05-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სავარაუდოდ, ლუკაშენკოს დაკვეთით გატაცებულ თვითმფრინავში ქართველიც იმყოფებოდა – დიდი სკანდალი ევროპაში

სავარაუდოდ, ლუკაშენკოს დაკვეთით გატაცებულ თვითმფრინავში ქართველიც იმყოფებოდა – დიდი სკანდალი ევროპაში

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა მინსკში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც ირკვევა, სავარაუდოდ, ლუკაშენკოს დაკვეთით გატაცებულ თვითმფრინავში ქართველიც იმყოფებოდა.

 

თითქოს აღარაფერი გაგვაკვირვებს, მაგრამ დღევანდელი ამბავი მაინც გამონაკლისია, უფრო მეტი ვიდრე შეშფოთება ან აღშფოთება. ეს საგანგაშო ფაქტია. დღეს მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა, რომლის უკანაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოხსენიებული ბელორუსის ლეგიტიმაცია დაკარგული პრეზიდენტი ლუკაშენკოა.

 

 

მართლა სასიხარულო ამბავია, ბრიტანეთში ჩატარებული პირველი კვლევა გვაქვს! - გიორგი ფხაკაძე
2021-05-23მართლა სასიხარულო ამბავია, ბრიტანეთში ჩატარებული პირველი კვლევა გვაქვს! - გიორგი ფხაკაძე

 

ეს რომან პროტასევიჩია. ჩემი კოლეგა 26 წლისაა. პროტასევიჩი ლუკაშენკოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და Nexta-ს რედაქტორი. NEXTA ტელეგრამ -არხია და YOUTUBE-სა და TWITTER-ზე ავრცელებს ინფორმაციებს. Nexta-ს 2 მილიონი გამომწერი ჰყავს. რომანი ევროპის უკანასკნელი დიქტატორის საწინააღმეგო კონტენტის შექმნის, გავრცელებისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გამო იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა და პოლონეთიდან აგრძელებდა საქმიანობას. დღეს ბელორუსის ხელისუფლებამ ფაქტიურად გაიტაცა თვითმფრინავი და Ryanair -ის რეისი ათენი-ვილნიუსი, რომელზეც 12 ქვეყნის 171 მგზავრი იმყოფებოდა აიძულა მინსკში დაშვებულიყო.

 

ოფიციალური მიზეზი ბორტზე ბომბის არსებობა იყო და ბელორუსში დაშვებაც ერთადერთი გამოსავალი. ბომბი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ჟურნალისტი დააკავეს და მას 15 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ელოდება. მინსკიდან თვითმფრინავი ვილნიუსში გაფრინდა. ამ წუთებში მგზავრებს ლიეტუვას პრემიერი ხვდება და მათ შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქე“, – წერს ქარდავა.

 

ცნობისთვის, ბელარუსის ოპოზიციის თქმით, თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მინსკში დასვეს, რომ ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დაეკავებინათ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X