09:44 | 2021-01-11 ავტორი: Prime Time

სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს

სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს

მუხიანში სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ლეკვის ფოტოსაც ავრცელებს.

 

ცნობისთვის, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X