13:08 | 2021-08-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოათავსეს

საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოათავსეს

საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

ლელა წურწუმიამ კორონავირუსი დაამარცხა - რას წერს გამოჯანმრთელებული მომღერალი
2021-08-20ლელა წურწუმიამ კორონავირუსი დაამარცხა - რას წერს გამოჯანმრთელებული მომღერალი

 

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ჰოსპიტალი უკვე ჩვეულებრივი დატვირთვით შეუდგება მუშაობას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის პაციენტები დიღმის საველე ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები.

 

ცნობისთვის, 20 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.22%-ია.

 

ამასთან, 20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X